"არ მოკლა პრეზიდენტი" - აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს სახლთან ელოდებიან

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. მათ გუშინდელი ღამე ადგილზე გაათენეს. პროტესტის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ელოდებიან.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღეა ორბელიანების სასახლესთან იკრიბებიან მოთხოვნით - "არ მოკლა პრეზიდენტი".

პრეზიდენტის სახლთან მობილიზებულია პოლიციაც.

"ჩვენ ვიყავით ორი დღე პრეზიდენტის სასახლესთან, პოლიცია არ გვაძლევდა სკამის შემოტანის უფლებას, რომ ღამის 3 საათზე, მინუს გრადუს სიცივეში დავმჯდარიყავით. დღეს მოვედით სახლთან, რომ შევაწუხოთ ახლოს, მაგრამ არ გვიშვებს პოლიცია, ხედავთ რამხელა კორდონია", - თქვა აქტივისტმა, ნიკა ნარსიამ.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ 6 საათზე რეზიდენციასთან აქციას შეუერთდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი