"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე შიმშილობას აგრძელებს. დეპუტატი უკვე 12 დღეა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.
"დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას", - თქვა ანი წითლიძემ.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტეს, თემურ ჯანაშიამ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.