ელჩების კონფერენციაზე ზურაბიშვილს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს - ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

ელჩების კონფერენცია პრეზიდენტის გარეშე - სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელ ღონისძიებას არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა:

"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ,,ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაა." აცხადებენ ადმინისტრაციაში.

რა იგულისხმება დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში, ადმინისტრაციას არ განუმარტავს. 

კონფერენციაზე ელჩებს სიტყვით მიმართა პრემიერმა და იმ მიღწევებზე ისაუბრა რასაც მისი თქმით, ბოლო ერთ წელში მიაღწია ქვეყანამ. ღარიბაშვილს არ დავიწყებია უკრაინის მაღალჩინოსნების კრიტიკაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი