მიხეილ სააკაშვილი იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება და სასჯელის დიდ ნაწილს კლინიკაში იხდის. პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა პატიმარზეა პასუხისმეგებლი და უზრუნველყოფს მათ ყველა საჭირო სერვისით.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები, სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც პირობები არის სათანადო შექმნილი, უფრო უკეთესი, შეიძლება ვიდრე ყოფილიყო სხვა შემთხვევაში", - თქვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებული აქვს ყველა სამედიცინო სერვისი და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი