საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა, ილია ლომიამ მინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისალოც წერილს სწერს პატრიარქს ილია მეორეს. უფლებადამცველები ითხოვენ პროცესები არ გაჭიანურდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, არის მძიმე, თავს ცუდად გრძნობს, როგორც ყოველთვის უჭირს გადაადგილება, აქვს თავბრუს ხვევა, მაღალი ტემპერატურა და საკვებს ვერ იღებს. პატრიარქს მიმართავს, ილია მეორეს, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს, მე წერილის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მოლოცვითი ბარათი გაუგზავნა", - თქვა ადვოკატმა, ილია ლომიამ.
რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაორგანიზებულ ტოქსიკოლოგიურ კვლევას, ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ბიურო ფრჩხილზე და თმაზე ნიმუშებს ვერ იღებს, შესაბამისად, მათი თქმით, ისინი ვერ დაადგენენ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები.