
ოქტომბრის შემდეგ, რუსულმა ჯარმა თავდაცვით ტაქტიკა შეცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს დაზვერვაზე დაყრდნობით.
როგორც უწყება ტვიტერზე წერს, რუსული ჯარი ახლა დიდწილად ფოკუსირდება ფრონტის ხაზზე თავდაცვითი პოზიციების კონსტრუირებასა და გაძლიერებაზე. მათი ახალი ტაქტიკა ითვალისწინებს დანაღმული ველების შექმნას, სადაც მონტაჟდება როგორც ტანკსაწინააღმდეგო ისე ქვეითსაწინააღმდეგო ასაფეთქებლები.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, ამ ტიპის დანაღმული ველები გაწვრთნილი ჯარისკაცების წინააღმდეგ ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ იგი მუდმივი მონიტორინგისა და ცეცხლის ქვეშ არის.
"ძირითადი პრობლემა რუსული ძალებისთვის იქნება სამეთვალყურეო რესურსებისა და გაწვრთნილი პერსონალის ნაკლებობა, რომელიც ახალი დანაღმული ველების დიდი ტერიტორიის მონიტორინგს ეფექტურად მოახერხებს", - წერს თავდაცვის სამინისტრო.
დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ახალი ტაქტიკა თითქმის აღარ ემთხვევა მათი სამხედრო დოქტრინის წესებს.