საკუთარ თავზე და ოჯახზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე - კალაძე ევროპარლამენტარებზე

გამოქვეყნდა:

"როგორ უნდა უსურვო ეგეთი რაღაც ადამიანს - საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე უნდა გამოცადონ ის, რასაც ხალხი განიცდიდა 2012 წლამდე. აბსოლუტურად ამაზრზენია და კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ.

არ ვიცი, ამ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და არ იციან, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში? რა დამოკიდებულება იყო პატიმრების მიმართ, ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ, ჩვეულებრივად ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, ტელევიზიების მიმართ, სიტყვისა და გამოხატვის მიმართ, ხომ ვიცით ეს ყველაფერი? არ ვიცით, რა ვითარება იყო ქვეყანაში და დღეს რა მდგომარეობაა?"

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე იმ ევროპარლამენტარების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი