
ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის, ლეონიდ კასინსკის თქმით, ბელარუსში რუსეთის მიერ მიწოდებული ისკანდერის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები და C-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა განლაგებულია და მზად არიან დასახული ამოცანების შესასრულებლად.
"ჩვენმა სამხედროებმა, ეკიპაჟებმა დაასრულეს წვრთნა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთობლივ საბრძოლო მომზადების ცენტრებში. ამ ტიპის იარაღები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ და ისინი მზად არიან შეასრულონ ამოცანები დანიშნულებისამებრ", - თქვა კასინსკიმ.
მას არ დაუკონკრეტებია რამდენი "ისკანდერის" სისტემა განთავსდა ბელარუსში.
"ისკანდერი" არის მართვადი სარაკეტო სისტემა, რომლის მოქმედების დიაპაზონი 500 კმ-მდეა. მის შესაძლებლობებში ჩვეულებრივი ან ბირთვული ქობინების ტარება შედის.