დიდთოვლობის გამო იაპონიაში 17 ადამიანი დაიღუპა, 90-ზე მეტი კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

იაპონიის ჩრდილოეთ რეგიონებში მოსული ძლიერი თოვლის გამო 17 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 90-ზე მეტი და ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

როგორც Associated Press კატასტროფების მართვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი თოვა წინა კვირას დაიწყო. მას შემდეგ, უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც ქალაქებში ასევე ქალაქების დამაკავშირებელ მაგისტრალებზე. გზებზე ამ დრომდე გაჭედილია ასობით ავტომანქანა.

მათივე ცნობით, გარდაცვლილების უმეტესობა საცხოვრებელი სახლების სახურავების თოვლისგან გაწმენდისას დაიღუპა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ თოვლის გაწმენდით სამუშაოების ჩატარებისას და არ იმუშაონ მარტო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი