"გადაარჩინე მესამე პრეზიდენტი"- კამპანიის ფარგლებში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე თელავში ჩავიდა და ქალაქის აგრარულ ბაზარში დასაქმებულებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მათ კი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილობით მიმართეს.
კამპანიას საკუთარი სურვილით შეუერთდნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც თვლიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. ზურაბიშვილს წერილი გაუგზავნა სქემ მონაზონმა დედა სიდონიამაც, რომელიც პირველი სასულიერო პირია ქვეყანაში, რომელმაც პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა ქვეყნისათვის ღირსების საკითხია.
ავტორი: ია გულიაშვილი