რუსეთმა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მას ბრალად "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება“ ედება. შესაბამისი ბარათი გროზევის მონაცემებით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში გამოქვეყნდა. 

აღსანიშნავია, რომ Bellingcat-მა არაერთხელ გამოაქვეყნა უკრაინაში ოკუპანტების მიერ სამხედრო დანაშაულების გამოძიების მასალები.

ცნობისთვის, 2021 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ Bellingcat  უცხოური მედიის აგენტად აღირა, ხოლო 2022 წლის  ივლისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Bellingcat-ის საქმიანობა რუსეთში არასასურველად გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი