სახელმწიფოს მეთაურს, მეტი ჭკუა მოეკითხება - უსუფაშვილი ზურაბიშვილის ბოიკოტზე

გამოქვეყნდა:

"სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება", - ასე შეაფასა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის ელჩების კონფერენციაზე არ გამოცხადება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქცევა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც თუ, შეხვედრაზე პროტოკოლური შეცდომა დაფიქსირდა.

"დაუშვებელია, რომ თუ ვინმე არასწორად მოიქცა პროტოკოლურად, ის გაიბუტოს და არ მივიდეს. პირიქით, სწორი ის არის, რომ მივიდეს იქ ადგილზე და პატივი სცეს მან ელჩებს. თუ სკამი არასწორად დადგეს და ვერ აგვარებს სხვაგვარად, დადგეს ფეხზე და ისე ილაპარაკოს. სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოებრივი, სიმბოლური დატვირთვა აქვს, მეტი ჭკუა მოეკითხება. მთავრობაში რომ ჭკუა არავის მოეკითხება ეს უკვე გავიგეთ, თუ მას მოეკითხება ჭკუა, მაშინ ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს, 26 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე არ მივიდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, ამის მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი