
სერბეთის აღმოსავლეთში, ბულგარეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პიროტში ამიაკის გაჟონვის გამო
სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები დაიხურა.
პიროტის რამდენიმე ადგილას ჩატარებულმა კვლევებმა ჰაერში ან წყალში ამიაკის არსებობა არ აჩვენა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სერბეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა გორან ვეშიჩმა განაცხადა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინციდენტის სავარაუდო მიზეზი "ცუდი ინფრასტრუქტურა" იყო. მისივე თქმით ხელისუფლება გაარკვევს, დაირღვა თუ არა ტოქსიკური მასალების ტრანსპორტირების პროცედურები.
ცნობისთვის, სატვირთო მატარებელი, რომელსაც ამიაკი ბულგარეთში გადაჰქონდა, კვირას რელსებიდან გადავიდა. პიროტში სამედიცინო დახმარებას 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის უცხოელებმა. ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა, მეორეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან არც თუ ისე შორს იპოვეს.