ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა - დეპუტატს საავადმყოფოში გადაიყვანენ

გამოქვეყნდა:

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა. განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით"- ამბობს ექიმი.

წითლიძე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და სამკურნალოდ დასავლეთში გადაყვანის მოთხოვნით, პარლამენტის შენობაში 12 დღე შიმშილობდა  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი