პუტინმა მედვედევისთვის ახალი თანამდებობა შექმნა და სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კიდევ ერთ თანამდებობაზე, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნა.

განკარგულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

მანამდე, სამხედრო-სამრეწველო კომისიის შესახებ დებულებების შესაბამისად, ამ სტრუქტურაში თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა არ იყო გათვალისწინებული, თუმცა თანამდებობა პუტინმა სპეციალურად მედვედევისთვის შექმნა.

ამ თანამდებობით მედვედევმა უფლებამოსილება მიიღო წარმართოს კომისიის სხდომები და პუტინის განკარგულებით საბჭოები და სამუშაო ჯგუფები შექმნას.

ცნობისთვის, სამხედრო-სამრეწველო კომისიის ხელმძღვანელი პუტინია. კომისია, როგორც რუსეთის მთავრობის სამხედრო-სამრეწველო საკითხთა კომისია, 1999 წელს შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი