ესპანეთში ავტობუსი მდინარეში გადავარდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ესპანეთში ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა - დაიღუპა 6 ადამიანი, 2 კი მძიმედ დაშავდა. მათ შორისაა ავტობუსის მძღოლიც. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ავტობუსში 9 პირი იმყოფებოდა.

ქვეყნის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, ადიდებული მდინარიდან ცხედრების ამოყვანა გართულდა, თუმცა საბოლოოდ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა. დაშავებულები კი, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანეს. 

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი