აქცია-მსვლელობა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად | აქტივისტები ღამეს სალომე ზურაბიშვილის სახლთან გაათევენ

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის რეზიდენცია კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. სამოქალაქო აქტივისტები თითქმის ერთი კვირაა ორბელიანების სასახლესთან უწყვეტ აქციას მართავენ და ქვეყნის მეთაურისგან მესამე პრეზიდენტის შეწყალებას მოითხოვენ.

მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ჰუმანური, პოლიტიკური ან რაიმე სხვა მოტივით არ გამოიყენებს საკუთარ ექსკლუზიურ უფლებას და არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.

დღვანდელი აქცია რეზიდენციასთან ერთი საათის წინ დაიწყო და გადაიზარდა მსვლელობაში - ორბელიანების სასახლიდან პროტესტის მონაწილეები ზურაბიშვილის საცხოვრებელი სახლისკენ გაემართნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი