ირანში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა

გამოქვეყნდა:

ირანელ ქალს, რომელმაც თეირანში საპროტესტო აქციაზე თავსაბურავი მოიხსნა, თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ "პროსტიტუციის წახალისებისა" და "შეთქმულების ორგანიზებაში" 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ მაჰსა ფეირავს გამამტყუნებელი განაჩენი 25 დეკემბერს გამოუტანა. ის საპროტესტო აქციაზე 17 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს,რაც პროტესტის ნიშნად თავსაბურავი მოიხსნა. 

ცნობისთვის საპროტესტო აქციები ირანში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველების მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგო მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, სულ მცირე 362 მომიტინგე, მათ შორის 56 ბავშვი, დაიღუპა და 16 000 დააკავეს უსაფრთხოების ძალებმა პროტესტის ჩახშობის მცდელობისას. დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 46 თანამშრომლიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი