კონფლიქტის ახალი ეტაპი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. მთავრობამ და პრეზიდენტმა პროტოკოლური ომი წამოიწყეს. სალომე ზურაბიშვილი დღეს პროტესტის ნიშნად უმნიშველოვანეს ღონისძიებას, ელჩების კონფერენციას არ დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მთავრობამ სწორედ პროტოკოლური წესი დაარღვია და ზურაბიშვილს სათანადო ადგილი არ დაუთმო. პრეზიდენტის გაღიზიანება კიდევ ერთმა საკითხმა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ გამოიწვია - უკვე 6 თვეა, მთავრობა სალომე ზურაბიშვილს ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებს და მიმდინარე დავასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ აყენებს.