შიმშილობის 12-ე დღეს ანა წითლიძე პროტესტის ამ ფორმას წყვეტს. ექიმების კატეგორიული მოთხოვნითა და ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების ფონზე დეპუტატი შიმშილობას აღარ გააგრძელებს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად სახალხო მოძრაობა სულ უფრო მასშტაბური ხდება. პარლამენტის მოქმედი დეპუტატების შიმშილობის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი წარმომადგენლები წერილს უგზავნიან ქვეყნის მეთაურს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელზე შედგენილ მიმართვას ხელს ასამდე ყოფილი დეპუტატი აწერს. მოთხოვნა აქაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. ხელმოწერები მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად თელავის ქუჩებშიც შეგროვდა.