RSF: შეშფოთებულები ვართ რისკებით, რასაც "მაუწყებლობის კანონში" შეტანილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებისთვის წარმოადგენს

გამოქვეყნდა:

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) პარლამენტის მიერ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ რისკებით, რასაც, მათი თქმით, ეს ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებისთვის წარმოადგენს.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც აფართოებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიის ზედამხედველობას. RSF შეშფოთებულია იმ რისკებით, რასაც მისი ცვლილებები წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისთვის" - წერს ორგანიზაცია

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება მედიას ახალ რეგულაციებს უწესებს. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს უმრავლესობის მიერ მიერ ინიცირებული ცვლილებების დაკანონების შემთხვევაში კრიტიკული მედიის თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი