ინდოეთი წყალდიდობას ებრძვის. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმების შედეგად ათობით ქალაქი და დასახლებული პუნქტი დაიტბორა. რამდენიმე დაკარგულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მილიონზე მეტი ადამიანი საცხოვრებელი სახლის, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობამ რეგიონში ჯარისკაცების და პოლიციის სპეცრაზმები გაგზავნა.