ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები 27 დეკემბერს ჩანიშნულ, რექტორის არჩევნებს აპროტესტებენ. მათი თქმით, პროცესი არადემოკრატიულია, რექტორის კანდიდატი კი წინასწარვე შერჩეული.
სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი საარჩევნო ოთახის აუდიტორიის კარის გადაკეტვას შეეცადნენ, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ ამის საშუალება არ მისცათ და მეტიც, უნივერსისტეტის დაცვის უფროსმა სტუდენტებზე იძალადა.
"თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს
მაისის სტუდენტურმა მოძრაობა ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ ხვალ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
ცნობისთვის: ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება, რექტორის კანდიდატი წინასწარვე შერჩეულია და ის მხოლოდ ერთია. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა. ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული.რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! - წერს სტუდენტური მოძრაობა"
შეგახსენებთ, რომ რექტორის არჩევნები 27 დეკემბერსაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია იღებს.