"არ მოკლა პრეზიდენტი!" - აქციის მონაწილეები ისევ ზურაბიშვილის სახლთან არიან შეკრებილები

გამოქვეყნდა:

"არ მოკლა პრეზიდენტი!" - ამ სახელწოდებით აქციის მონაწილეები ისევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახლთან არიან შეკრებილები. მათ ღამე ადგილზე გაათენეს. 

აქციის მონაწილეები ზურაბიშვილს მოუწოდებენ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"უწყვეტად, მეოთხე დღეა ქუჩაში ვართ, ვათევთ ღამეებს, ორი ღამე გავათენეთ რეზიდენციასთან, ხოლო როდესაც რეზიდენცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, გადმოვინაცვლეთ სალომე ზურაბიშვილის სახლთან, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა - რომ მან არ უნდა მოკლას თავისი უმოქმედობით მიხეილ სააკაშვილი",- თქვა გიორგი მუმლაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ ზურაბიშვილის ორბელიანების სასახლესთან, იგივე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებამაც მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი