
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ხელისუფლებამაც.
ვუჩიჩი აცხადებს, რომ კოსოვოს მთავრობა პროვინციის ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების მიერ მოწყობილ ბარიკადებზე თავდასხმას გეგმავს.
კვირას, 25 დეკემბერს, კოსოვოში მდებარე ნატოს სამშვიდობო მისიის მახლობლად სროლა მოხდა, რის გამოც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებით დასახლებულ რაიონში სპეცრაზმი გააგზავნა. ამან სერბების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ბარიკადების აღმართვა დაიწყეს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამჯერად სამხედრო დაპირისპირებამდე საქმე არ მივა, თუმცა სიტუაცია საკმაოდ სერიოზულად არის დამძიმებული.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი