"სრული სისულელეა, არ ჩამოდის" - კობახიძე კირიენკოზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სისულელეს უწოდებს და არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

"ეტყობა ძალიან აქტიურად ჩაუჯექი რუსულ მედიას. გირჩევთ, რომ სხვა რაღაცებზე გააკეთოთ აქცენტი. ასეთ სისულელეებზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი. რა თქმა უნდა, სრული სისულელეა რაზეც არის საუბარი, არ ჩამოდის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ინფორმაცია დღეს რუსულ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. GENERALL SVR-ის თანახმად, ვიზიტი საიდუმლოა და დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: 

"არხის ძვირფასო აბონენტებო და სტუმრებო! მართლაც საინტერესო და გარკვეულწილად სენსაციური სიახლეა, რომ ამ დღეებში საქართველოში არაფორმალურ ვიზიტს გეგმავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. ყველა დეტალი დაცულია მკაცრად კონფიდენციალურად. საიდუმლო ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კირიენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი ელჩის როლს ასრულებს და ამ ვიზიტის მომზადებაც კი საუბრობს საქართველოსა და რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის ძალიან სანდო ურთიერთობაზე." ნათქვამია ტელეგრამ არხით გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი