ღარიბაშვილმა უკრაინას მშვიდობა და ომის სწრაფად დასრულება უსურვა, თუმცა არა გამარჯვება 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას უკრაინაში რუსეთის ომზე ისაუბრა, თუმცა ისე, რომ რუსეთი არ ახსენა. ღარიბაშვილმა უკრაინას მშვიდობა და ომის სწრაფად დასრულება უსურვა, მაგრამ კვლავ არაფერი უთქვამს გამარჯვებაზე. 

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდე ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი