სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, თუ როგორ არაადამიანურად, სადისტურად ექცეოდნენ ჩვენს პატიმრებს. მიმდინარეობდა წამება, მკვლელობა, ტანჯვა, ჩვენი მოქალაქეების, რაც რა თქმა უნდა იყო სისტემური დანაშაული. ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილება განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში, არაერთი მინისტრის მმართველობის დროს. ახლა, ბატონ რატისაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება ხდება პატიმრების ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური განათლების შეთავაზებით, სპორტულ აქტივობებში ჩართვით და მაქსიმალურად ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა. მოგეხსენებათ, რომ შედარებისთვის თუ წინა ხელისუფლების დროს, ევროპული სასამართლო განიხილავდა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით საჩივარს, ეს იყო დაახლოებით 3,000 - 4,000 განაცხადი, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში განიხილება სულ რაღაც 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა სულ რაღაც 10 წელიწადში, ამიტომ ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში არასდროს დაბრუნდება"

განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა  წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი