ერთადერთი ხელისუფლებაა, ვინც მართლა დარდობს ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს - ოდიშარია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ერთადერთი ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე "დარდობს", ეს ხელისუფლებაა.

"პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს კუ და მორიელის დაპირისპირება რომ აქვთ შიგნით, ჭამენ და სააკაშვილს იყენებენ, როგორც კოზირი, როგორ არის ქართულად არ ვიცი. კავკასიური ცარცის წრეში მიშოს რომ ქაჩავენ აქეთ იქით და არ შემოეხლიჩოთ გული მისკდება. ერთადერთი ხელისუფლებაა, ვინც მართლა დარდობს იმაზე, ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს", - თქვა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიამ ასევე ისაუბრა პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე და თქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუცია საქართველოში დამოუკიდებელია.

"საქართველოს პრეზიდენტი და ზოგადად ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელია სახელმწიფოში და ეს მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, უბრალოდ მან თქვა, რომ არა და არასოდეს და სხვა სიახლეს ან მის განწყობას მე არ ვიცნობ", - თქვა მან.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ არაერთმა ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა მოუწოდა. ამავე მოთხოვნით მეოთხე დღეა აქციაც იმართება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი