პუტინის კრიტიკოსი მილიონერი დეპუტატი, ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

პუტინის კრიტიკოსი, მილიონერი დეპუტატი პაველ ანტოვი ინდოეთის ერთ-ერთი სასტუმროს ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, რუსი მულტიმილიონერი რიაგადას რეგიონში, ოდიშას შტატის სასტუმროში, 65-ე იუბილეს აღნიშნავდა.

როგორც რუსული მედია წერს, პაველ ანტოვი სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდა. ამავე სასტუმროში ეს მეორე შემთხვევაა რუსი დეპუტატის გარდაცვალების.

შეგახსენებთ, რომ პაველ ანტოვი პუტინის ხელისუფლების აქტიური კრიტიკოსი იყო. იგი ხშირად აკრიტიკებდა პუტინის ომს უკრაინაშიც და მას "პუტინის ტერორს" უწოდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი