პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი დღეს, პრემიერის წლიურ ანგარიშს:
"პრეზიდენტი არასოდეს ესწრება პრემიერის წლიურ ანგარიშს, ამიტომ დღესაც არ დასწრებია.
ისევე როგორც წინა წლებში და როგორც წესია, ამ ღონისძიებას წელსაც დაესწრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა" აცხადებს ადმინისტრაცია.
პრემიერმა ღარიბაშვილმა სასტუმრო რედისონში დღეს 2022 წელი შეაჯამა.