ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერმინისტრი შეიძლება იყოს - ბოკერია ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

„ეს კაცი არის პაროდია იმის, რაც პრემიერმინისტრი შეიძლება იყოს და ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, როცა ასეთ ისტორიულ მომენტში ეს სამარცხვინო არარაობა ჰყავს ივანიშვილს დანიშნული, უბრალოდ ვიცინებდით ამაზე. თან ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი ყველა მოლოდინის მიუხედავად, აი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებისასაც კი იწვება, რომ რეალურად არ უსურვებს ამას, იმიტომ რომ სიტყვა გამარჯვება არ უნდა ახსენოს.

ყველა სხვა საკითხზეც, მონაკო აფხაზეთშიო და ა.შ, ეს არის კაცი, რომელიც დღეს ივანიშვილის დავალებით ისტორიულ შანსს აკარგვინებს ჩვენს ქვეყანას, უპირისპირდება თავისუფალ სამყაროსა და დასავლეთს, ატარებს ანტიქართულ მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს ყველაფერი აჯამებს ამ კაცს და სამწუხაროდ ამ წლებსაც, სანამ ივანიშვილის არის ხელისუფლებაში".

აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პრემიერმა წლის შეჯამებისას გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი