ორკესტრირებული შეტევა სახელმწიფოს მეთაურზე და დაპირისპირების კულმინაცია სახელისუფლებო შტოებს შორის. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს აშანტაჯებს და ემურება. ერთმანეთის მიყოლებით მმართველი გუნდის ლიდერები დღეს სალომე ზურაბიშვილს ესხმოდნენ თავს და საჯარო მუქარასაც არ ერიდებოდნენ.
ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ისტერიის ფონზე ნათელი ხდება, რომ ოლიგარქს და მის გარემოცვას შეეშინდა. სავარუდოდ ელჩების საზეიმო ვახშამზე გაკეთებული განცხადების ფონზე, სახელისუფლებო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიის სწორ მხარეს დადგეს და მესამე პრეზიდენტს საზღვრგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცეს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია.
პრეზიდენტი ისევ დუმს, "ქართული ოცნება" კი საჯარო შეტევების პარალელურად, მას საახალწლოდ შეზღუდვებსაც უწესებს.