ჩხრეკა მიხეილ სააკაშვილის პალატაში | "ვივა მედში" ახალი რეგულაციები ამოქმედდა

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ოფიციალური მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს პენიტენციური სამსახურის განმარტებების არ სჯერათ. ამავე მიზეზით დღეს დაპატიმრებულ პრეზიდენტთან პალატაში მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი არ შეუშვეს, თუმცა სააკაშვილის გზავნილები ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა.

როგორც ირკვევა, მესამე პრეზიდენტი ექპერტიზაში FBI-ის ჩართვას ითხოვს, რადგან ქართულ საგამოძიებო ორგანოებს უნდობლობას უცხადებს. დათახმდება თუ არა ხელისუფლება ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას მიხეილ სააკაშვილის საქმეში, უცნობია.

დღეს ეკა ხერხეულიძემ კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც ირკვევა, გუშინ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა, რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, ამის შესახებ ინფორმაცია არც მესამე პრეზიდენტს და არც მის ადვოკატებს არ აქვთ.

ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი