ჯაბა სამუშია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ოფიციალურად გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, წულუკიანის რჩეული აკადემიურმა საბჭომ თანამდებობაზე უკონკურენტო გარემოში და სრული უმრავლესობით დაამტკიცა.
თუმცა არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. მთელი ღამის განმავლობაში სტუდენტები იმ აუდიტორიის დაკავებას ცდილობდნენ, სადაც კენჭისყრა უნდა გამართულიყო, საბოლოოდ პროტესტი რექტორთან შეხვედრით დასრულდა, სადაც ახალგაზრდებმა მთავარი საკითხის, რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამუშიას თანხმობა მიიღეს, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე სამუშიამ ახალი სტატუსით განაცხადა, რომ სტუდენტებმა მისგან მხოლოდ მათი პრობლემების მოგვარების დაპირება მიიღეს.