საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 28 დეკემბერს, 12:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ განცხადების ხელმომწერებს შეხვდება. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
ცნობილია, რომ შეხვედრა წერეთლის 114-ში, ფექტორი "თბილისში" გაიმართება და დოკუმენტზე ხელის მოწერა იქ მისულ პირებსაც შეეძლებათ.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი" - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილისა და ხელმომწერების წერილში, რომელიც 23 დეკემბერს გავრცელდა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის პროფილურ კლინიკაში გადაყვანის მიზნით გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ყველა მთავრობის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე.
იხილეთ ასევე: