თბილისის საკრებულოში სხდომა აქციის ფონზე დაიწყო - კალაძემ პროტესტის მონაწილეებს თავი აარიდა

გამოქვეყნდა:

ხმაურია თბილისის საკრებულოსთან სადაც დღეს დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს ელოდებიან. საკრებულომ მერის ანგარიშს უნდა მოუსმინოს და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელოს. 

ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები. მათ სურდათ კალაძისთვის შეეხსენებინათ ის საქმეები, რაც მერის პასუხისმგებლობაა.

შეკრებილებს თან აქვთ ბანერები წარწერებით: "შიმშილით სავსე ქალაქი"; "უსამართლობით სავსე ქალაქი"; "საცობებით სავსე ქალაქი"; "კორუფციით სავსე ქალაქი".

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მერი საკრებულოში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და მან პროტესტის მონაწილეებს თავი აარიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი