მექსიკიდან ამერიკაში არალეგალური გზებით გადასვლა რთულდება - ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონი ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს რომ შეერთებული შტატების სასაზღვრო პოლიციას მექსიკის საზღვრიდან არალეგალი მიგრანტების მყისიერი დეპორტაციის უფლებამოსილება რჩება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ამგვარი ფორმით დეპორტაციას 2.5 მლნ ადამიანი დაექვემდებარა. ბაიდენის ადმინისტრაცია საიმიგრაციო კანონების გადახედვას აანონსებს, თუმცა მექსიკასთან მოსაზღვრე შტატებში რესპუბლიკელები საიმიგრაციო კანონების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ.
მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკაში არალეგალურად საქართველოს ათასობით მოქალაქეც გადავიდა.