ჩხუბი საკრებულოში - ერთმანეთს "ოცნებისა“ და ენმ-ს დეპუტატი დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ჩხუბი საკრებულოში - ერთმანეთს "ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ.

მანამდე, საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან", ლილე ლიპარტელიანმა ფოტო გადაუღო გიორგი იანტბელიძეს და იკითხა რატომ ესწრებოდა ის სხდომას. "ოცნების" დეპუტატმა საპასუხოდ თქვა, რომ ის სპორტსმენია, დარბაზში გაისმა რეპლიკა "სპორტსმენი კი არა ზონდერია".

კოტე ზარნაძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება "ზონედერი" არ ეკუთვნის.  

"გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის?! ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული, ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება, არც ამ ხალხს არ ეკუთვნის [დარბაზში მყოფი ოცნების მხარდამჭერები] ეს არის ღირსეული ადამიანი", - თქვა ზარნაძემ. 

ამის შემდეგ დარბაზში ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. დეპუტატების გაშველებაში საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძეც ჩაერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი