საქართველოს მთავრობამ უარი განუცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრ აფხაზს, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე - გამსახურდია

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ლადო გამსახურდიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე, რომელსაც უკრაინაში  "კავკასიის ლეგიონის" რიგებში მოხალისედ ჩაწერა სურდა:

"თითქმის ერთ თვიანი ლოდინის შემდგომ საქართველოს მთავრობამ უარი განუცხადა ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრს, აფხაზს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე.
საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად აფხაზებს უნდათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ჩამოსვლა უკრაინაში და "კავკასიის ლეგიონის" რიგებში მოხალისედ ჩაწერა, ჩემი პირადი მეთაურობით რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ ომი იდეურად! 
 აფხაზებს არ სურთ გაურკვეველი აფხაზური საბუთით სიარული და სურთ ქართული, თქვენ კი უარს ეუბნებით. 
საქართველოს მთავრობა  რა გაგიკეთებიათ ქვეყნის დეოკუპაციის კუთხით, ერთი რამ დამისახელეთ და საერთოდ თქვენთვის აფხაზეთი თუა საქართველო?
რაც წლები გადის მე აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც არ ისურვა რუსული ან ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობის მიერ გაცემული პასპორტის აღება აფხაზეთში და დარჩა საქართველოს მოქალაქედ, რაც დრო გადის ვრწმუნდები, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის პრობლემატიკა ხელოვნურად იქმნება ჩვენივე მთავრობის მხრიდან.
დარწმუნებული ვარ ,რომ სახელმწიფოს მართვის ორი ვადის პერიოდში მე შევძლებდი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ერთიან, ძლიერ დემოკრატიული სახელწიფოს გადაბარებას მომავალ თაობაზე!
შეგიძლიათ ამბიციურობაში ჩამითვალოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სრულიად რეალურად მეჩვენება. მე მჯერავს ჩემი თავისა და ჩემი ერის შესაძლებლობების თქვენგან განსხვავებით "ბატონებო"!" წერს გამსხურდია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი