ქუთაისის საკრებულოში "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთადერთი ოპოზიციური პარტია აღმოჩნდა, რომლის წევრმაც კობა გურულმა ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი მოიწონა და მხარი დაუჭირა.
ქალაქის საკრებულოში მყოფმა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კი განაცხადეს, რომ ბიუჯეტის ეს პროექტი არა ხალხზე, არამედ საჯარო მოხელეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის პროექტი ხალხის მოთხოვნებს არ პასუხობს.
პარტია "საქართველოს" წევრმა ელეონორა არჩაიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტი არ არის საკმარისად ორიენტირებული ქალაქის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.
ქუთაისის საკრებულომ 19 ხმით მომდევნო წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.