„დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!“ - დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დედაქალაქის მერის დღევანდელ გამოსვლას ეხმაურება თბილისის საკრებულოში და წერს რომ კალაძემ საზოგადოებას დღეს რეალური სახე აჩვენა:
"ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.
უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ.
დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება." წერს კახა ოქრიაშვილი.
თბილისის მერი დღეს საკრებულოში იმყოფება, სადაც 2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.
იხილეთ ასევე: