ხმაური ზუგდიდის საკრებულოში - ბიუჯეტის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სურათებით ხელში, "ოცნების" მხარდამჭერი და ყველა სახელისუფლებო აქციის აქტიური მონაწილე, ხატია ჯანაშია შევარდა და ფოტოები ენმ-ს დეპუტატებს შეაყარა, რასაც უკვე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ჯანაშია ამბობდა, რომ "ხალხი არ დაუშვებს" მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. დაპირისპირებაში დაცვის სამსახური ჩაერია და ჯანაშია დარბაზიდან გაიყვანა.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომა დატოვეს ენმ-ს დეპუტატებმა. მათი თქმით, მხარს უჭერენ ბიუჯეტის პროექტს, თუმცა არ დაესწრებიან ზუგდიდი მერის , მამუკა წოწერია გამოსვლას.
ავტორი: ემა გოგოხია