მე არასდროს მითქვამს თბილისის საკეთილდღეოდ საკრებულოში ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარი. შეიძლება ჩვენ მეგობრები არ ვიყოთ, შეიძლება რაღაცები ერთმანეთის არ მოგვწონდეს, მაგრამ ის, რომ ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, ჩემი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა. დამეთანხმებით, რომ ცალმხრივი ვერაფერი იქნება, ვერც ურთიერთობა, ვერც მეგობრობა, ვერც სიყვარული, სიყვარულს არ ვითხოვ. უბრალოდ, თბილისისთვის საკეთილდღეო საქმეების კეთებაში მე ყოველთვის მზად ვარ და ყოველთვის ვამბობდი, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ რა მივიღეთ თქვენი მხრიდან? მივიღეთ შეურაცხყოფა, მივიღეთ ცილისწამებები, გარკვეული შოუების მოწყობა.
- უთხრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოს სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საკრებულოში მყოფ ოპოზიციას.