"მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაც სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ, მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცით, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც. არავინ ვერ ხედავს რატომღაც, რომ ჩვენ საზოგადოებას ეს უნდა".
თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.