"მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი" - იაკობ ბრეგვაძე

გამოქვეყნდა:

გამოძიება ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის სოციალური ქსელებით დაინტერესდა. როგორც დღევანდელი გამოკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ერთ ერთმა მთავარმა მოწმემ განაცხადა, სამართალდამცველებმა მისი მიმოწერები შეამოწმეს:

"გამოძიებასთან მქონდა ის კითხვები, რატომ მცნო დაზარალებულად. ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი და მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები"- უთხრა იაკობ ბრეგვაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს. ბრეგვაძის ადვოკატი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ექსპერიმენტი შემთხვევის ადგილზე ღამის საათებში ჩატარდება:

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს, ჩვენ გვინდა მივიღოთ მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში იმ დროს, რა დროსაც ეს მოქმედებები ხდებოდა. ჩვენი მოთხოვნა იყო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ღამის საათებში და ამაზე თანხმობა მივიღეთ და დამატებით შეგვატყობინებენ ამაზე" - ამბობს ირმა ჭკადუა.

იაკობ ბრეგვაძე შსს-ში დღეს თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი