ამ წუთებში, იუსტიციის სამინისტროში, მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება. უცნობია კონკრეტულად რას შეეხება შეხვედრა, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავენ.
შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ მედიასთან კომენტარიც გაკეთდება.