ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზია გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის წინ ქსელური მაღაზია “ფემილი” გაქურდეს. უცნობმა პირებმა შენობაში შეღწევა მინების ჩამსხვრევის შედეგად მოახერხეს. მაღაზიის მენეჯერი “მთავართან” აცხადებს, რომ სასურსათო ობიექტიდან თამბაქო მოიპარეს.

“დილით როცა მოვედით, მინები ჩამსხვრეული, შიდა ტერიტორია კი დარბეული დაგხვდა, თამბაქოა წაღებული, სამი პირი შემოვიდა მაღაზიაში”, – განაცხადა მენეჯერმა.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღეს.

ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმდებარედ მაღაზიის გაქურდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირის წინ ქალაქის პოლიციის მეხუთე განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი