პრეზიდენტმა რიტორიკა შეცვალა | სალომე ზურაბიშვილის პასუხი შანტაჟზე

გამოქვეყნდა:

ფორმულა "არა და არასდროს" შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილი ახლა ღიად მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილზე გადაწყვეტილების მიღება დროის საკითხია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეწყალება იქნება. სწორედ მესამე პრეზიდენტის ბედი იყო პროტესტის მთავარი მიზეზი ორბელიანების სასახლესთან. დღეს აქ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, არ შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი. 

ქვეყნის მეთაურის რეაქცია პროტესტის ფორმის შესაბამისი იყო. სააკაშვილის მხარდამჭერების აქციებზე ასეთი რეაგირება სალომე ზურაბიშვილს არასდროს ჰქონია. "აქ რას მომივარდით" - ამ სიტყვებით მიმართა მან აგრესიულ და ხმაურიან ჯგუფს, რომელიც "ქართული ოცნების" მითითებით პრეზიდენტზე ზეწოლას ცდილობდა. თუმცა დღეს ქვეყნის მეთაურმა ბულინგსაც უპასუხა და თქვა, რომ ძალადობის გავლენის ქვეშ არ მოექცევა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი