მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხვალ ცენტრალური ფიგურა დევიდ სმიტი იქნება. ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელიც მოსამართლემ უნდა დაკითხოს. კითხვები მასთან ბევრია და ექსპერტის პასუხებმა შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვეტოს მესამე პრეზიდენტის ბედი.
რითია მოწამლული სააკაშვილი, რამდენად მძიმეა ეს მოწამვლა და რა ვითარებაში შეიძლება მოხვედრილოყო მძიმე მეტალები სხეულში - სავარაუდოდ ამ კითხვებზე პასუხებს მოისმენს ხვალ საზოგადოება. თუმცა თავად სააკაშვილი პროცესს არც პირადად და არც ვირტუალურად არ დაესწრება - პოლიტპატიმარი სხდომებში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავს და მისი პატიმრობის პირობების გამკაცრებას აპროტესტებს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი